Sunday, March 16, 2014

დღე მეცხრე

           

           ეს   დღე  იყო  შემაჯამებელი  მუშაობის   დღე.    ამ  დღეს   მოვაწესრიგეთ  ჩვენს  მიერ  შესრულებული  სამუშაო  და   მოვისმინეთ   კოლეგების  პრეზენტაციები.  თითოეულ  მათგანს  ვუსმენდით  ყურადღებით.  ყოველმა  მათგანმა  შესანიშნავად  წარმოადგინეს   ნაშრომები  და  მოწონება  დაიმსახურეს.

დღე მერვე

         
          ეს   დღე   დაიწყო  აღრიცხვით.  შევქმენით  საქაღალდეები  და  პორტფოლიოები,  სადაც  მოვათავსეთ  აქამდე   ჩვენს  მიერ  შექმნილი  ნაშრომები.  შემდეგ  ყველა  პორტფოლიოები  მოვათავსეთ  დრაივზე.   შევისწავლეთ   დრაივზე  პორტფოლიოს   გაზიარება.  ასევე  ბლოგზე  ნაშრომის  განთავსება  და  მისი  გაზიარება  სხვებისთვის.                დიდი  ინტერესით  ველოდებით  ხვალინდელ  დღეს .

დღე მეშვიდე



        დღეს  განვიხილეთ  შესრულებული  დავალებები.  ასევე  შეფასების  სტრატეგიები  [მოდული   5].   შევარჩიეთ  შეფასების   რუბრიკის  შაბლონი.  გავიხსენეთ  ვორდის   ფაილში  ცხრილზე  მუშაობა.

დღე მეექვსე

       

           მეექვსე  დღე  ხალისიანად  დავიწყე.  ავაწყე  მოსწავლეთა  პრეზენტაცია.  პირველ
კლასში  გამოვუშვით  გაზეთი  დედის  დღესთან  დაკავშირებით.  მოსწავლეებმა  შესწავლილი  ასოების  გამოყენებით  შექმნეს  მისალოცი  ბარათები  დედებისთვის.

ეს  გაზეთი  ვანახე   გიორგის  და  ძალიან  მოეწონა.

            ამ დღეს  ვიმუშავეთ  სასწავლო  პროცედურებზე.  მივიღეთ  დავალებები.

დღე მეხუთე

ვაგრძელებ  პროექტზე  მუშაობას. განვიხილეთ . ვგრძნობ,  რომ  თანდათან  ვერკვევი  სხვადასხვა  საკითხებში, რაც  წინა  მეცადინეობებზე  ვერ  გავიგე. გიორგი  ძალიან  გვეხმარება  ყველას,  ვისაც  რამე  გაუჭირდება.

მეოთხე დღე

დღეს მოვედი უკეთესი განწყობით, უფრო მეტი ხალისით ვმუშაობდი ბროშურის შექმნაზე.
     დღეს გავეცანით  შეფასების  მეთოდებს  [მოდული  2, აქტივობა  2]  და  პრეზენტაციის  მომზადებას  [მოდული 2,  აქტივობა  4].

Wednesday, February 26, 2014

მესამე დღე

ჩემი  პირველი დღე  იყო  მესამე  დღე.  მოვედი  ძალიან  დაბნეული.  თავიდან  ვერაფერი  გავიგე. ძალიან  გამიჭირდა,  წინა  ორი  დღე  არ  ვიყავი.  რა  დავალებაც  მისცა  გიორგიმ  პედაგოგებს,  მათ  მომზადებული  ჰქონდათ,  მე  კი  აზრზე  არ  ვიყავი  რა  უნდა  გამეკეთებინა.  ვერ  შევქმენი  ჩემი  ბლოგი,  რაშიც  დამეხმარნენ  გიორგი  და   ნინიკო. დღეისთვის  არც  ბუკლეტი  არ  გამიკეთებია.  იმედია,  დღეს  მაინც  გავიგებ  და  თანდათან  ყველაფერი  გამოსწორდება.  დიდი  სურვილი  მაქვს,  რომ  კარგად შევისწავლო ყველაფერი  ის,  რასაც  გვასწავლის  ტრენერი  გიორგი.  მადლობა  გიორგის,  რომ  წინა  მეცადინეობაზე  დიდ  ყურადღებას  გვაქცევდა.