Wednesday, February 26, 2014
მესამე დღე
ჩემი პირველი დღე იყო მესამე დღე. მოვედი ძალიან დაბნეული. თავიდან ვერაფერი გავიგე. ძალიან გამიჭირდა, წინა ორი დღე არ ვიყავი. რა დავალებაც მისცა გიორგიმ პედაგოგებს, მათ მომზადებული ჰქონდათ, მე კი აზრზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა. ვერ შევქმენი ჩემი ბლოგი, რაშიც დამეხმარნენ გიორგი და ნინიკო. დღეისთვის არც ბუკლეტი არ გამიკეთებია. იმედია, დღეს მაინც გავიგებ და თანდათან ყველაფერი გამოსწორდება. დიდი სურვილი მაქვს, რომ კარგად შევისწავლო ყველაფერი ის, რასაც გვასწავლის ტრენერი გიორგი. მადლობა გიორგის, რომ წინა მეცადინეობაზე დიდ ყურადღებას გვაქცევდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment